„სამტრედიაში“ აზერბაიჯანელი ლეგიონერის დატოვება სურთ
„სამტრედიაში“ აზერბაიჯანელი ლეგიონერის დატოვება სურთ

„სამტრედიას“ სპორტულმა დირექტორმა, მიხეილ ხუციშვილმა Sport24.az- თან ინტერვიუში გუნდის აზერბაიჯანელი ლეგიონერის, ნიჯატ გურბანოვის მომავალზე ილაპარაკა, რომელმაც საქართველოში ბოლო წელიწადნახევარი გაატარა.

28 წლის თავდამსხმელის კონტრაქტი დასრულდა „სამტრედიასთან“, რომლის პირველი დივიზიონიდან უმაღლეს ლიგაში გადასვლაში პატარა როლი არ ითამაშა. თუმცა, ნიჯატი სახლში ვადაზე ადრე დაბრუნდა, რაც ტრავმის გამო მოხდა.

ნიჯატმა სეზონი კარგად დაიწყო და გოლები გაჰქონდა, მაგრამ ზაფხულში დაშავდა, შემდეგ მცირე ხნით დაბრუნდა, მაგრამ სეზონის ბოლოს ტრავმების გამო კვლავ პრობლემები შეექმნა. ამიტომ საშუალება მივეცით, სახლში სამკურნალოდ წასულიყო. ნიჯატმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მასთან კონტრაქტის განახლებას ვაპირებთ“, – განაცხადა „სამტრედიას“ სპორტულმა დირექტორმა, მიხეილ ხუციშვილმა Sport24.az-თან ინტერვიუში.

ხუციშვილის თქმით, ხელშეკრულების გაფორმებისას ყველაფერი ფინანსებზე იქნება დამოკიდებული: „სეზონის განმავლობაში გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი, გიორგი მიქაძე მოვიდა – გურბანოვით ისიც კმაყოფილია და სურს, რომ აზერბაიჯანელი ლეგიონერი ახალ სეზონში ჩვენი განკარგულებაში დარჩეს. ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად შემდეგი სეზონის ბიუჯეტის დამტკიცებას ველოდებით. ეს საკითხი ახალ წლამდე უნდა გაირკვეს. ნიჯატთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაში მნიშვნელოვანი პირობები იქნება“.