„სამტრედიას“ ლეგიონერი - გამიმართლა, რომ აზერბაიჯანში არ დავბრუნდი
„სამტრედიას“ ლეგიონერი - გამიმართლა, რომ აზერბაიჯანში არ დავბრუნდი

„სამტრედიას“ ლეგიონერი ნიჯათ გურბანოვი აზერბაიჯანულ გამოცემა „სპორტ24“-თან ინტერვიუში ამბობს, რომ არ დაბრუნდა აზერბაიჯანში და პანდემიის დროს საქართველოში დარჩა.

„საქართველოში, საბედნიეროდ, კორონავირუსის მხრივ სტაბილური მდგომარეობაა. დღეში 4-5 დაავადებული თუ ფიქსირდება. მოკლედ, ვითარება კარგია. გუშინ ვფიქრობდი, რომ ერთი მხრივ, ძალიან გამიმართლა, რომ აქ დავრჩი და კარგია, რომ აზერბაიჯანში არ დავბრუნდი. რადგან ამ შემთხვევაში, საქართველოში აღარ შემიშვებდნენ და ვერ ვითამაშებდი. ასე მოუვიდა ჩვენს ზოგიერთ ლეგიონერს, რომლებიც შინ წავიდნენ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის თვალსაზრისით, ძალიან გამიმართლა“, – ამბობს „სამტრედიას“ ლეგიონერი.

ნიჯატ გურბანოვმა ფინანსური პრობლემებიც ახსენა: „იმ თვეებში, როდესაც ჩემპიონატი შეჩერდა, ხელფასი 50 პროცენტით შეგვიმცირეს. სამი თვე გავიდა, ჩემპიონატი დაიწყო და მომავალი თვიდან ანაზღაურებას 100% მივიღებთ. კლუბის მენეჯმენტის ეს გადაწყვეტილება კარგად მესმის. კლუბსაც აქვს ბიზნესი, რომელსაც ახლა არ ულხინს“.