„სამტრედიამ“ თურქეთში „ალაშკერტი“ დაამარცხა
„სამტრედიამ“ თურქეთში „ალაშკერტი“ დაამარცხა
„სამტრედიამ“ თურქეთის ქალაქ ანტალიაში მორიგი ამხანაგური მატჩი სომხურ „ალაშკერტთან“ გამართა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
 
„ალაშკერტთან“ მატჩი შვიდმა ფეხბურთელმა – რიკარდო პერეირამ, ლაშა თოთაძემ, ანატოლი მესიაჩენკომ, გუჯა რუხაიამ, ნიჯატ ყურბანოვმა, შალვა ნადირაძემ და კონსტანტინე სეფიაშვილმა გამოტოვეს.
ანგარიში პირველ ნახევრში გიორგი ჯგერენაიამ გახსნა. თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ზურაბ ღირდალაძემ მატჩს საბოლოო წერტილი დაუსვა.
„სამტერდია“ – „ალაშკერტი“ 2:0
„სამტრედია“: სიკაჩი, ინკუმი, ჯგერენაია, კამბა, საჯაია, პავიშიჩი, კერძევაძე, ქოჩლაძე, კვირკვია, ილურიძე, კრსტევსკი.
შეცვლაზე შევიდნენ: კულუა, კამაცუ, დიზი, იმნაძე, ჩაკვეტაძე, ღირდალაძე, ლუკავა.
კახა კაჭარავას გუნდმა თამაში 22 თებერვალსაც დაგეგმა – ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული გუნდი კახა ცხადაძის ყაზახურ „ორდაბასს“ დაუპირისპირდება.