„სამტრედიამ“ ეროვნულ ლიგაში გოლი 54 გადაცემის შემდეგ გაიტანა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში აღსანიშნავი ამბავი მოხდა. „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში გოლი ზედიზედ 54 გადაცემის შემდეგ გაიტანა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

28-ე ტურში „სამტრედიამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ „ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. გოლი 68-ე წუთზე გავიდა. მასპინძელთა ეფექტური შეტევა ესპანელმა თავდამსხმელმა, ინიგო მარტინმა დააგვირგვინა და წონასწორობა აღადგინა.

ამ გოლითა და მოგებით „სამტრედიამ“ 25 ქულა დააგროვა, 28 ტურის შემდეგ ბოლო ადგილს თავი დააღწია და მე-9 პოზიციაზეა.