„სამტრედიამ“ ახალი მოთამაშე „დინამო თბილისიდან“ დაიმატა. გუნდის პრესსამსახურის ცნობით, ახალი სეზონიდან კლუბში 19 წლის თავდამსხმელი გიორგი გვიშიანი ითამაშებს.
გიორგი გვიშიანი „სამტრედიის“ ფეხბურთელი საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე გახდა. ახალგაზრდა შემტევის ტრანსფერი „დინამო თბილისს“ ეკუთვნის და გუნდში იჯარის წესით ითამაშებს, მაგრამ რა ვადით, ჯერ უცნობია.
გვიშიანმა პროფესიული კარიერა 2020 წელს 17 წლის ასაკში „გაგრაში“ დაიწყო, სადაც „დინამო თბილისის“ ასაკობრივი გუნდიდან მიიწვიეს.
გიორგი გვიშიანმა 2022 წელი თბილისურ კლუბში დაიწყო, მაგრამ ზაფხულში ისევ „გაგრაში“ მიიწვიეს, სადაც 17 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ „სამტერდიამ“ ჯერჯერობით ოფიციალურად კიდევ ერთი მოთამაშის, „ლოკომოტივის“ მცველის, დავით უბილავას დამატება დაადასტურა.