„სამტრედიამ“ ამხანაგურად ითამაშა - გუნდში კიდევ ორი ახალწვეულია #1TVSPORT
„სამტრედიამ“ ამხანაგურად ითამაშა - გუნდში კიდევ ორი ახალწვეულია #1TVSPORT

„სამტრედიამ“ სეზონის განახლებამდე ბოლო საკონტროლო შეხვედრა გამართა და ამხანაგური მატჩში „ბორჯომი“ 2:1 დაამარცხა

სამტრედიადან“ გოლები გამოცდილმა მოთამაშეებმა, დავით კირკიტაძემ და გიორგი ილურიძემ გაიტანა.

„სამტრედია“: სილვა, ბოჭორიშვილი, მირცხულავა, კამლაძე, კორიფაძე, ხმალაძე, ექვთიმიშვილი, ბარაბაძე, ლაღაძე, კირკიტაძე, ჩამბა.

შეცვლაზე შევიდნენ: ბურიჩენკოვი, ჯალაღონია, კილასონია, იოსელიანი, კვეტენაძე, ცვალე, ილურიძე, ღირდალაძე.

ბოლო სიახლე ისაა, რომ „სამტრედიაში“ ლუკა რობაქიძე დაბრუნდა. მან გუნდთან ერთად ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა უკვე მიიღო. ასევე „სამტრედიას“ ფეხბურთელი გახდა მელქისედეკ ცვალე – 22 წლის თავდამსხმელი ბოლოს ეროვნული ლიგა 2-დან მოკვეთილი „ზუგდიდის“ რიგებში გამოდიოდა.