სამუელ ინკუმი - ჩემი სტიმული „სამტრედიასთან" ერთად ევროთასებზე თამაშია
სამუელ ინკუმი - ჩემი სტიმული „სამტრედიასთან" ერთად ევროთასებზე თამაშია
„მოხარული ვარ, საქართველოში რომ ჩამოვედი და „სამტრედიას“ ფეხბურთელი გავხდი“ – ეს „სამტრედიას“ ახალწვეულების წარდგენაზე სამუელ ინკუმმა განაცხადა.
 
ახალ სეზონში ეროვნულ ლიგაში რამდენიმე საინტერესო ლეგიონერს ვიხილავთ. ერთი მათგანი „სამტრედიას“ ახალწვეულია.
განელი სამუელ ინკუმი ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ლეგიონერია – „ტრანსფერმარკტის“ შეფასებით, მისი კონტრაქტის სავარაუდო ღირებულება 800 ათასი ევროა. მან განას ეროვნული ნაკრებში 44 მატჩი ჩაატარა. 2010 წელს გახდა აფრიკის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ითამაშა.
„დიდი ხანი არაა, რაც გუნდში ვვარჯიშობ. მაგრამ მალე მივხვდი, რომ არჩევანში არ შევმცდარვარ, მეგობრული და ამბიციური გუნდი დამხვდა. აფრიკის თასზე და მსოფლიოს ჩემპიონატზე მითამაშია და შევეცდები, ეს გამოცდილება საქართველოში გამოვიყენო. ჩემი სტიმული სამტრედიასთან ერთად ევროთასებზე თამაშია“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან სამუელ ინკუმი.