„სამტრედია“ „დინამოს“ აკადემიის მწვრთნელმა, ლადო კაკაშვილმა ჩაიბარა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ აკადემიის დამრიგებელი ლადო კაკაშვილი „სამტრედიის“ ახალი მთავარი მწვრთნელია, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
43 წლის სპეციალისტი წლების განმავლობაში „დინამო თბილისის“ აკადემიაში მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი ფეხბურთელების უმრავლესობას უვარჯიშია.
კაკაშვილს ახალგაზრდებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მის სახელს უკავშირდება “დინამო 2“-ის დაწინაურება ეროვნულ ლიგა 2-ში. დღეს იგი ერთ-ერთ გამორჩეულ და საინტერესო ქართველ მწვრთნელად მიიჩნევა.
კაკაშვილთან ერთად, სამტრედიას სამწვრთნელო შტაბში დავით ჭიჭვეიშვილი იმუშავებს, რომელიც სამტრედიელია და 11 წელი „დინამოს“ აკადემიაში ვარჯიშობდა.
„სამტრედია“ ორი დღის წინ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჩრდილოეთმაკედონიელმა სპეციალისტმა, დიმიტარ კაპინკოვსკიმ დატოვა, რადგან მისი მუშაობა კრიტიკას ვერ უძლებდა – გუნდი ეროვნულ ლიგაში ბოლო ადგილზეა.