„სამტერდიამ“ უკრაინელი ნახევარმცველი დაიმატა
„სამტერდიამ“ უკრაინელი ნახევარმცველი დაიმატა

7 მარტს, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი იმერულ დერბის უმასპინძლებს – „სამტრედია“ ქუთაისის „ტორპედოს“ მიიღებს.

ქუთაისელებთან შეხვედრამდე სამტრედიელებმა მორიგი ტრანსფერი განახორციელეს – გუნდში მიხიაოლ შიშკა ჩაირიცხა და შესაძლოა, „ტორპედოს“ წინააღმდეგ ითამაშოს. ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მიხაილო შიშკა კარიერას „სამტრედიაში“ გააგრძელებს. 25 წლის უკრაინელი ნახევარმცველი გასულ სეზონში „დინამო თბილისში“ გამოდიოდა, სადაც შვიდი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა“ – წერია „სამტრედიას“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

25 წლის საყრდენი ნახევარმცველი დონეცკის „შახტარის“ აღზრდილია, საქართველოში ჩამოსვლამდე კიევის „ობოლონში“ გამოდიოდა. შიშკას უკრაინის ასაკობრივ და ახალგაზრდულ ნაკრებებშიც უთამაშია.