სამთავრობო უწყებებზე მასშტაბური კიბერთავდასხმების საპასუხოდ, აშშ რუსეთის ქსელების წინააღმდეგ ოპერაციების ჩატარებას გეგმავს
სამთავრობო უწყებებზე მასშტაბური კიბერთავდასხმების საპასუხოდ, აშშ რუსეთის ქსელების წინააღმდეგ ოპერაციების ჩატარებას გეგმავს

სამთავრობო უწყებებზე მასშტაბური კიბერთავდასხმების საპასუხოდ, აშშ რუსეთის ქსელების წინააღმდეგ ოპერაციების ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

ამერიკული გამოცემა არ აკონკრეტებს, რა სახით იქნება გამოხატული საპასუხო მოქმედება, თუმცა ამტკიცებს, რომ მიღებული ზომები აშკარა იქნება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის, რუსეთის სადაზვერვო სამსახურებისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის, თუმცა არა მთელი მსოფლიოსთვის.

„ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ პირველი მასშტაბური ნაბიჯები ამ მიმართულებით მომდევნო სამი კვირის განმავლობაში გადაიდგმება და ეს ქმედებები ეკონომიკურ სანქციებთან კომბინირდება.

დატოვე კომენტარი