სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, კოსოვოს ლიდერი მზადაა, სერბეთს ტერიტორიის ნაწილი დაუთმოს
სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, კოსოვოს ლიდერი მზადაა, სერბეთს ტერიტორიის ნაწილი დაუთმოს

სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, კოსოვოს ლიდერი მზადაა, სერბეთს ტერიტორიის ნაწილი დაუთმოს. „თუ საზღვრის მცირე კორექცია საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებისთვის ფასეულია, მაშინ ეს ჩვენთვის მისაღები უნდა იყოს“, – აღნიშნა ჰაშიმ ტაჩიმ ვაშინგტონში საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოში საუბრისას.

გამოცემა „გაზეტა ექსპრეს“-ის ინფორმაციით, კოსოვოს ლიდერმა ქალაქ კოსოვკა-მიტროვიცას ჩრდილოეთ ნაწილს, გაზივოდეს წყალსაცავს ელექტროსადგურთან ერთად და სამთო-გადამამუშავებელ ქარხანას სტრატეგიული წერტილები უწოდა და თქვა, რომ სერბეთისთვის მათი გადაცემა არ განიხილება. კოსოვოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც აშშ-ისთვის მიუღებელი იქნება.

საზღვრების ცვლილების შესაძლებლობაზე სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებმა 2018 წელს ისაუბრეს. ევროკავშირში იდეამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ინიციატივის წინააღმდეგ გერმანია და საფრანგეთი გამოვიდნენ. სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, კოსოვო სერბეთის შემადგენელი ნაწილია, როგორც კოსოვოს და მეტოხიის ავტონომიური ოლქი.