"სამშენებლო კომპანიები სახანძრო უსაფრთხოების დაცვის კუთხით მკაცრად გაკონტროლდებიან"
"სამშენებლო კომპანიები სახანძრო უსაფრთხოების დაცვის კუთხით მკაცრად გაკონტროლდებიან"

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, სახანძრო უსაფრთხოებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და სამშენებლო კომპანიები მკაცრად გაკონტროლდებიან. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხდა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დიდი ყურადღება მიექცევა უკანონო, უნებართვო და პროექტის გარეშე მშენებლობების საკითხებს.

“კიდევ ერთი საკითხი, რასაც მომდევნო წლების განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ არის შენობა-ნაგებობენის უსაფრთხოება. ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად 41-ე დადგენილებაში მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ახალი წესები მეტწილად სახანძრო უსაფრთხოებას ეხება. ჩვენთვის უპირველესად მნიშვნელოვანია ადამიანების უსაფრთხოება. ამიტომ უმკაცრესი რეაგირება მოყვება სამშენებლო წესების დარღვევას”, – განაცხადა კალაძემ.