სამპაოლი არგენტინის ნაკრებს დატოვებს
სამპაოლი არგენტინის ნაკრებს დატოვებს

არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია ნაკრების მთავარ მწვრთნელს ხორხე სამპაოლის კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტაზე მოელაპარაკა, – ამის შესახებ გაზეთი Ole იტყობინება.

გამოცემის ცნობით, კომპენსაციის სახით მწვრთნელი ორ მილიონ დოლარს მიიღებს.

ადრე წერდნენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის მიუხედავად, სამპაოლი არგენტინის ნაკრებში მუშაობას გააგრძელებდა.

ხორხე სამპაოლის პოტენციურ შემცვლელებად ასახელებენ: მაურისიო პოჩეტინოს (“ტოტენჰემი”), დიეგო სიმეონეს (“ატლეტიკო”), მატიას ალმეიდას (“გვადალახარა”), მარსელო გალიარდოს (“რივერ პლეიტი”) და რიკარდო გარეკას (პერუს ნაკრები).

არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მერვედფინალამდე მიაღწია და იქ საფრანგეთთან 3:4 წააგო.