სამოელთა მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
სამოელთა მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

სამოელთა ახლად დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, სტივ ჯექსონმა, „ბორჯღალოსნებთან“ თამაშისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა. ამერიკის შეერთებულ შტატებთან თამაშის შემდეგ გუნდში ორი ცვლილებაა. ჯოშ ტაირელი ექვსის ნაცვლად რვა ნომერზე გაირჯება, მის პოზიციაზე კი „ტულუზას“ მარბიელი, პიულა ფა’ასელელე ითამაშებს. ცხრა ნომრის პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში დუეინ პოლატაივაო იქნება, რომელმაც მატავაო ჩაანაცვლა.

შეგახსენებთ, რომ სამოელებმა ნოემბრის ტესტების პირველი მატჩი სტუმრად, აშშ-ს წინააღმდეგ გამართეს და ერთქულიანი სხვაობით – 30-29 დამარცხდნენ.

„ბორჯღალოსნებთან“ მატჩისთვის სამოელთა შემადგენლობა ასე გამოიყურება –

შერკინება – 1. მულიპოლა, 2. მატუ’უ/ლეიატუა, 3. ალო-ემილე, 4 პაულო, 5. ლეაუპეპე, 6 ფა’ასელელე, 7. ლემი, 8. ტაირელი

უკანა ხაზი – 9. პოლატაივაო, 10. პისი, 11. ტაულაგი, 12. ლი-ლო, 13. ლეიუა, 14, ფიდოუ, 15. ტუალა

მარქაფა – 16. ლეიატაუა/ნიუია, 17. ჯეიმს ლეი, 18. ჯორდან ლეი, 19. ლუამანუ, 20. ლევავე, 21. ქოვლი, 22. ლეუილა, 23. ალოფა