სამოას რაგბის კავშირი გაკოტრდა
სამოას რაგბის კავშირი გაკოტრდა

“მარიფილდზე” შოტლანდიასთან გასამართ ტესტ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე სამოას რაგბის კავშირმა თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.

“ჩვენ გაკოტრებულები ვართ” – განაცხადა სამოას პრემიერ მინისტრმა ტაულაეპა ლუპესოლიალი საინელე მაილელეგაოიმ  – “რაც ნიშნავს იმას, რომ კავშირი ვერ შეასრულებს საბანკო ვალდებულებებს. ჩვენ ასევე გვჭირდება თანხა იმისათვის, რომ მორაგბეებმა გააგრძელონ ნაკრებში თამაში. ეს არის კავშირი, რომელმაც ბევრი სირთულე გამოიარა. ეს არის კავშირი, რომელსაც მუდმივად ჰქონდა ფინანსური პრობლემები და ამის მიუხედავად ვერ აუდიოდა უსამართლო კრიტიკას”.

“მანუ სამოა” შოტლანდიასთან შეხვედრის შემდეგ “ტვიკენემზე” ინგლისს დაუპირისპირდება.

სამოას პრემიერ მინისტრი თანხის მიზიდვისათვის სოციალურ კამპანიას აწარმოებს.