სამხრეთაფრიკული პრესა - საქართველოსთან მატჩი აღარ გაიმართება
სამხრეთაფრიკული პრესა - საქართველოსთან მატჩი აღარ გაიმართება

სამხრეთაფრიკულ გამოცემა „რაგბი პასში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, „ქურციკების“ მიერ საქართველოში დაგეგმილი ტესტმატჩი აღარ გაიმართება. ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემია გახდა, რომელმაც მრავალ სპორტულ ღონისძიებაში შეიტანა ცვლილება.

გამოცემა იუწყება, რომ მსოფლიოს ჩემპიონები შოტლანდიასთან დაგეგმილ ორ მატჩს, რომლებიც ივლისში უნდა გამართულიყო, ოქტომბერში ჩაატარებენ, ხოლო საქართველოსთან ჩასატარებელი მატჩი საერთოდ გაუქმებულია.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრები „ბორჯღალოსნებს“ თბილისში 18 ივლისს უნდა შეხვედროდა.

საქართველოს რაგბის კავშირს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.