სამხრეთაფრიკელმა ფეხბურთელმა, ჯეიდენ ადამსმა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა #1TVSPORT

16:53, 11.07.2026

სამხრეთ აფრიკის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ჯეიდენ ადამსმა, რომელმაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, 25 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მომხდართან დაკავშირებით სამხრეთ აფრიკის ფეხბურთის ფედერაციამ მწუხარება გამოთქვა. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული გუნდი შოკირებულია „მამელოდი სანდაუნსისა“ და ნაკრების მოთამაშის უდროო გარდაცვალებით.

2026 წლის მსოფლიო პირველობაზე სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა A ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პლეიოფში გავიდა, სადაც კანადასთან დამარცხდა. ჯეიდენ ადამსმა ამ ტურნირზე სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი