სამხრეთ სუდანმა და იაპონიამ ოლიმპიადაზე თამაშის უფლება მოიპოვეს - მსოფლიო ჩემპიონატზე 17-32-ე ადგილები გადანაწილდა #1TVSPORT
კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე დასრულდა 17-32-ე ადგილებისთვის ტურნირი და განაწილდა პოზიციები იმ გუნდებისთვის, რომლებმაც პირველ ჯგუფურ ეტაპზე მესამე და მეოთხე ადგილები დაიკავეს:
- სამხრეთ სუდანი, 18. საფრანგეთი, 19. იაპონია, 20. ეგვიპტე, 21. ფინეთი, 22. ზელანდია, 23. ლიბანი, 24. ფილიპინები, 25. მექსიკა, 26. ანგოლა, 27. კოტ დ’ივუარი, 28. კაბო ვერდე, 29. ჩინეთი, 30. ვენესუელა, 31. ირანი, 32. იორდანია.
მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით, საუკეთესო აფრიკული გუნდი გახდა დებიუტანტი სამხრეთ სუდანი, რომელმაც ტურნირზე ხუთიდან სამი მატჩი მოიგო და მე-17 ადგილი დაიკავა. მან აფრიკისთვის განკუთვნილი პარიზის ოლიმპიადის ერთადერთი საგზური მოიპოვა.
აზიისთვის განკუთვნილი ერთადერთი პირდაპირი საგზური იაპონიის ნაკრებს ერგო, რომელმაც ჩემპიონატზე მე-19 ადგილი დაიკავა.
გუნდები (ეგვიპტე, ფინეთი, ახალი ზელანდია, ლიბანი, ფილიპინები, მექსიკა, ანგოლა, კოტ დ’ივუარი), რომლებმაც დაიკავეს 20-27-ე ადგილები, მომავალ წელს ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში ითამაშებენ.
მსოფლიო ჩემპიონატზე არაფრის გარეშე დარჩნენ კაბო ვერდე, ჩინეთი, ვენესუელა, ირანი და იორდანია.