სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია სამხედრო ლიდერებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახალი ამბების სამხრეთ კორეული სააგენტო Yonhap წერს, რომ რაკეტა აღმოსავლეთის მიმართულებით გაფრინდა.

ჯერ უცნობია, რა მანძილი დაფარა რაკეტამ, ან გადაუფრინა თუ არა იაპონიას, როგორც ეს წინა შემთხვევაში მოხდა.

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა ცნობით, რაკეტა სამხრეთ ფხენიანის პროვინციიდან გაუშვეს.

ჩრდილოეთ კორეამ მიმდინარე წელს უკვე რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.