სამხრეთ კორეისა და იაპონიის ერთობლივი სამხედრო წვრთნების შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ ზღვაში მცირე რადიუსზე მოქმედების რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

13:57, 12.09.2026

ჩრდილოეთ კორეამ ზღვაში მცირე რადიუსზე მოქმედების რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-მა, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ ხუთდღიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაასრულეს.

ჩრდილოეთ კორეამ აღნიშნულ წვრთნებს პროვოკაციული უწოდა. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რაკეტები ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ვონსანის რაიონიდან გაუშვეს, მათ დაახლოებით 250 კილომეტრი დაფარეს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე წყლებში ჩავარდნენ. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ჩრდილოეთ კორეას მოუწოდა, შეწყვიტოს ისეთი გაშვება, რომლებიც გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციებს არღვევს.

აშშ-ის წყნარი ოკეანის სარდლობამ განაცხადა, რომ გაშვებას არ შეუქმნია უშუალო საფრთხე ამერიკის ტერიტორიისთვის ან რეგიონული მოკავშირეებისთვის.

მსგავსი