სამხრეთ კორეის სასამართლომ კომპანია „სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტს ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სამხრეთ კორეის სასამართლომ კომპანია „სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტს ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სამხრეთ კორეის სასამართლომ კომპანია „სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტ ჯეი ლის ორი წლითა და ექვსი თვით წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ ხნის განმავლობაში, ჯეი ლი ვერ შეძლებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას „სამსუნგ ელექტრონიქსში“, ასევე ვერ გააკონტროლებს მემკვიდრეობის პროცესს მამისგან, რომელიც გასული წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.

„როიტერი“ წერს, რომ მემკვიდრეობის პროცესს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს „სამსუნგზე“ კონტროლის შენარჩუნებაში.

„სამსუნგის“ ვიცე-პრეზიდენტი სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტ პაკ კინ ჰეს წარმომადგენლისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით 2017 წელს გაასამართლეს და ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ დაადგინა, რომ ჯეი ლი მთავრობის მოსყიდვას კონგლომერატში ძალაუფლების გასამტკიცებლად ცდილობდა. თავად ჯეი ლი კანონდარღვევას უარყოფდა, რის შემდეგაც სასჯელი შეუმცირდა და შეჩერდა სააპელაციო წესით, ხოლო ერთი წლის შემდეგ გაათავისუფლეს.

ამის შემდეგ ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ საქმე უკან გაგზავნა სეულის უმაღლეს სასამართლოში, რომელმაც გადაწყვეტილება 18 იანვარს გამოაქვეყნა. სეულის უმაღლესმა სასამართლომ ჯეი ლი დამნაშავედ ცნო მოსყიდვაში, გაფლანგვასა და დანაშაულებრივი შემოსავლების დამალვაში, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 7.8 მილიონი დოლარია.