სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლოში ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებული მოსმენა გაიმართა
სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლოში ქვეყნის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებული მოსმენა გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მომდევნო მოსმენა 16 იანვარს არის დანიშნული.
სამხრეთ კორეის კანონმდებლობის თანახმად, სასამართლომ უნდა დანიშნოს მოსმენის ახალი თარიღი, ვიდრე შეძლებს პრეზიდენტის გარეშე საქმის წარმოების გაგრძელებას.
იუნ სოკ იოლის ადვოკატები აცხადებენ, რომ პრეზიდენტი მოსმენაზე „სწორ დროს“ გამოცხადდება, თუმცა მათ ასევე უკმაყოფილება გამოთქვეს სასამართლოს მიერ მოსმენების თარიღების ჩანიშვნასთან დაკავშირებით.
იუნ სოკ იოლი თანამდებობიდან ოფიციალურად მხოლოდ მაშინ გათავისუფლდება, თუ რვაწევრიანი სასამართლოს, სულ მცირე, ექვსი წევრი იმპიჩმენტს დაუჭერს მხარს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტს საჯაროდ კომენტარი მას შემდეგ არ გაუკეთებია, რაც პარლამენტმა 14 დეკემბერს მის იმპიჩმენტს დაუჭირა მხარი. მას ბრალად ედება საომარი მდგომარეობის უკანონოდ გამოცხადება, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხება და სახელმწიფო ღალატი. იუნ სუკ იოლი ამ ბრალდებებს უარყოფს.