სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი – თანადგომას გამოვთქვამ ქართველი ხალხის მიმართ, ვინც დაზარალდა შოვში მეწყერის შედეგად, გისურვებთ ზარალისგან სწრაფ აღდგენას
სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი 3 აგვისტოს შოვში მომხდარ სტიქიას ეხმაურება და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
„ჩემს ღრმა სამძიმარს და თანადგომას გამოვთქვამ ქართველი ხალხის მიმართ, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც დაზარალდა შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად. ჩვენ სოლიდარობას გიცხადებთ და გისურვებთ ზარალისგან სწრაფ აღდგენას“, – წერს სოციალურ ქსელში სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი პაკ ჩინი.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.
I express my deepest condolences and sympathies to the people of Georgia, particularly to those who have suffered from the landslide that struck the town of Shovi. We stand in solidarity with you🇰🇷🇬🇪 and wish a quick recovery from the damage.
— 박진 외교부 장관 FM Park Jin (@FMParkJin) August 7, 2023