სამხრეთ კორეის ქალაქ სეჯონში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 37 კი დაშავდა
სამხრეთ კორეის ქალაქ სეჯონში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 37 კი დაშავდა

სამხრეთ კორეის ქალაქ სეჯონში, მშენებლობაზე მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 37 კი დაშავდა.

ოთხი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

თვითმხილველთა განცხადებით, აფეთქების შემდეგ ჰაერში, შავი კვამლის სვეტი აიჭრა. შენობის მიწისქვეშა ავტოსადგომზე კი ცეცხლი გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია 40 სახანძრო ეკიპაჟი და 115 მეხანძრე. ინციდენტის დროს სულ შენობაში 169 ადამიანი იმყოფებოდა.

გავრცელებული ცნობით, დაშავებულთა შორის 12 ჩინეთის მოქალაქეა.