სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამედიცინო ნიღბების დეფიციტის გამო ბოდიში მოიხადა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში სამედიცინო ნიღბების დეფიციტის გამო ბოდიში მოიხადა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი კორონავირუსს ომს უცხადებს. „სიენენის“ ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება მუნ ჯე ინმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

დეგუსა და ჩრდილოეთ გიიონგანგში კრიზისი პიკს აღწევს, მთელი ქვეყანა კორონავირუსთან ომის ფაზაშია შესული“, – განაცხადა მუნ ჯე ინმა.

მუნ ჯე ინმა სამედიცინო ნიღბების დეფიციტის გამო მოსახლეობას ბოდიში მოუხადა, მცირე ბიზნესის მფლობელებს კი, დახმარებას დაჰპირდა.

ჩინეთის შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამხრეთ კორეაშია. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 4 800 დაინფიცირებული, 29 ადამიანი კი დაღუპულია.