სამხრეთ კორეის პრეზიდენტი სამხრეთ კორეის მოქალაქის მკვლელობის გამო ჩრდილოეთ კორეისგან განმარტებას ითხოვს
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი სამხრეთ კორეის მოქალაქის მკვლელობის გამო ჩრდილოეთ კორეისგან განმარტებას ითხოვს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი სამხრეთ კორეის მოქალაქის მკვლელობის გამო ჩრდილოეთ კორეისგან განმარტებას ითხოვს.

გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, საუბარია თევზჭერის სამინისტროს 47 წლის თანამშრომელზე, რომელიც საინსპექციო კატარღით ჩრდილოეთ კორეის წყლებთან 21 სექტემბერს დაიკარგა.

დაზვერვის ინფორმაციით, ის ჩრდილო კორეელმა კოლეგებმა დააკავეს, თუმცა დახმარების ნაცვლად, მას ცეცხლი გაუხსნეს, მოგვიანებით კი მისი ცხედარი დაწვეს.

სამხრეთ კორეის სამხედრო უწყებაში ვარაუდობენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ასეთი ქმედება შესაძლოა ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციას უკავშირდებოდეს. მუნ ჯეი ინი ფხენიანისგან განმარტებებსა და ზომების მიღებას ითხოვს.