სამხრეთ კორეის პრეზიდენტი – ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგი უნდა გააგრძელოს, რომ ტრამპის მიერ მიღწეული პროგრესი გაძლიერდეს
South Korean President Moon Jae-in speaks during an online New Year news conference with local and foreign journalists at the Presidential Blue House in Seoul, South Korea, January 18, 2021. Jeon Heon-Kyun/Pool via REUTERS
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგი უნდა გააგრძელოს, რომ დონალდ ტრამპის მიერ მიღწეული პროგრესი გაძლიერდეს, – ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე-ინმა განაცხადა.
„ბაიდენის ადმინისტრაციის ინაუგურაცია წარმოადგენს გადამწყვეტ მომენტს აშშ-ჩრდილოეთ კორეის დიალოგის, სამხრეთ-ჩრდილოეთ დიალოგის ახლად დაწყებისთვის, რომ მემკვიდრეობით მივიღოთ ის მიღწევები, რაც ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო. დიალოგის დაჩქარება შესაძლებელია, თუ სინგაპურის დეკლარაციიდან დავიწყებთ და მოლაპარაკებების დროს კონკრეტულ ზომებს მოვძებნით“, – განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.
მუნ ჯე-ინმა ასევე თქვა, რომ სამხრეთ კორეა-აშშ-ის ერთობლივი წვრთნების საკითხი, რომელსაც ჩრდილოეთ კორეა ომის რეპეტიციად აფასებს, შესაძლოა, განხილულ იყოს კორეათაშორისი სამხედრო საბჭოს განახლების შემდეგ.