სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ფხენიანში ჩავიდა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ფხენიანში ჩავიდა

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი ფხენიანში ჩავიდა. აეროპორტში მას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი დახვდა.

ეს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის პრეზიდენტების უკვე რიგით მესამე სამიტია. ორი კორეის ლიდერების შეხვედრის მთავარი თემა ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება იქნება. გარდა ამისა, სამიტის ფარგლებში ლიდერები შეეხებიან კორეათაშორისი ურთიერთობების გაუმჯობესებისა და განვითარების, ასევე სამხედრო დაძაბულობის შემცირების საკითხებს.

სამხრეთ კორეის მთავრობის ინფორმაციით, მუნ ჩჟე ინი და კიმ ჩენ ინი ფხენიანში ორმხრივი მოლაპარაკებების ორ რაუნდს ჩაატარებენ.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, აღნიშნულმა მოლაპარაკებებმა შესაძლოა, საფუძველი დაუდოს დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის მორიგ შეხვედრას. სააგენტოს ცნობით, დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეის ლიდერს მასსა და კიმს შორის შუამავლის როლის შესრულება სთხოვა მას შემდეგ, რაც მან ფხენიანში სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი გააუქმა.

დატოვე კომენტარი