სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შესახვედრად ემზადება
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შესახვედრად ემზადება

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შესახვედრად ემზადება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სიტყვით გამოსვლისას, მუნ ჩჟე ინმა თქვა, რომ კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკების მეოთხე რაუნდი მზადდება. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის განცხადებით, დიალოგის გაგრძელების სურვილი ფხენიანმაც გამოთქვა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეის უმაღლეს სახალხო კრების სესიაზე, კიმ ჩენ ინმა აშშ-ის პრეზიდენტთან მესამედ შეხვედრისთვის და სამხრეთ კორეასთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.