სამხრეთ კორეის პრეზიდენტი - ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა, აშშ და ჩინეთი ფაქტობრივად შეთანხმდნენ, რომ გამოაცხადონ კორეის ომის ოფიციალური დასრულება
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი - ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა, აშშ და ჩინეთი ფაქტობრივად შეთანხმდნენ, რომ გამოაცხადონ კორეის ომის ოფიციალური დასრულება

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა, აშშ და ჩინეთი ფაქტობრივად შეთანხმდნენ, რომ გამოაცხადონ კორეის ომის ოფიციალური დასრულება, – ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე-ინმა განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის თქმით, ჩრდილოეთ კორეის მოთხოვნების გამო, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

მიმდინარე წლის სექტემბერში ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტ კიმ ჩენ ინის დამ – კიმ იო-ჩენმა თქვა, რომ ფხენიანი შეიძლება ღია იყოს მოლაპარაკებისთვის, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ ჩრდილოეთ კორეის მიმართ „მტრულ პოლიტიკას“ შეცვლის. სამხრეთ კორეის ხელისუფლების ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ ეს მოთხოვნა დისკუსიების წინაპირობად დაასახელა.

სეულში იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დაიწყება.