სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს

სამხრეთ კორეა უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს. „როიტერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა თქვა, რომ სამხრეთ კორეამ, შესაძლოა, გააფართოოს კიევის მხარდაჭერა ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება ამჟამინდელი ფარგლების მიღმა, თუ ქვეყანაში მშვიდობიან მოსახლეობაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა მოხდება.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყნის მთავრობა იკვლევს, როგორ დაეხმაროს უკრაინის დაცვასა და აღდგენას ისევე, როგორც სამხრეთ კორეამ მიიღო საერთაშორისო დახმარება 1950-1953 წლებში, კორეის ომის დროს.

„თუ შეიქმნა სიტუაცია, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ვერ დაუშვებს, როგორებიცაა ნებისმიერი ფართომასშტაბიანი თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობაზე, ხოცვა-ჟლეტა ან ომის კანონების სერიოზული დარღვევა, შეიძლება, გაგვიჭირდეს მხოლოდ ჰუმანიტარულ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე შეჩერება“, – განაცხადა იუნ სუკ იოლმა.

„როიტერი“ წერს, რომ სამხრეთ კორეა აქამდე ცდილობდა, თავიდან აერიდებინა რუსეთთან დაპირისპირება იქ მოქმედი თავისი კომპანიების და ჩრდილოეთ კორეაზე მოსკოვის გავლენის გამო, მიუხედავად დასავლეთის ქვეყნების მხრიდან მზარდი ზეწოლისა იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.