სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ჩრდილო კორეის საზღვარზე დინამიკებით სააგიტაციო მაუწყებლობა შეაჩერა
სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ჩრდილო კორეის საზღვარზე დინამიკებით სააგიტაციო მაუწყებლობა შეაჩერა

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ჩრდილო კორეის საზღვარზე დინამიკებით სააგიტაციო მაუწყებლობა შეაჩერა. სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორეის სამიტის გამართვამდე იქნა მიღებული, რომლის ჩატარება მომავალ კვირაშია დაგეგმილი.

სააგიტაციო მაუწყებლობის შეწყვეტა, ორ კორეას შორის სამხედრო დაძაბულობის შემცირებას და სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის შესაბამისი ატმოსფეროს შექმნას უკავშირდება. სამხრეთ კორეის მედიის ინფორმაციით, სააგიტაციო მაუწყებლობის შეჩერების პარალელურად, სამხრეთ კორეამ და აშშ-მა ერთობლივი სამხედრო სწავლება დაიწყეს, რომელიც ორ კვირას გაგრძელდება.