სამხრეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანა საყოველთაო კარანტინის გამოცხადების საფრთხის წინაშე დგას
სამხრეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანა საყოველთაო კარანტინის გამოცხადების საფრთხის წინაშე დგას

სამხრეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანა საყოველთაო კარანტინის გამოცხადების საფრთხის წინაშე დგას. ქვეყანაში ზედიზედ მეექვსე დღეა, ახალი შემთხვევების რაოდენობა მატულობს. ბოლო 24 საათში აღრიცხეს 297 კოვიდინფიცირებული.

ახალი შემთხვევები 90 პროცენტი დედაქალაქ სეულში აღრიცხეს, რაც 25 მილიონიან ქალაქში ეპიდემიის გავრცელების საფრთხეს აჩენს.

„ჩვენ უკიდურესად რთულ მდგომაროებაში ვართ, რადგან სეულში ინფექცია სწრაფად ვრცელდება და არსებობს საფრთხე ვირუსი მთელ ქვეყანას მოედოს. მთავრობა არსებულ ვითარებას მხოლოდ კონტაქტების მოძიებით და მათი იზოლაციით ვეღარ უმკლავდება. ამიტომ დარჩით სახლში, თუ მგზავრობა აუცილებელი არ არი“, – განაცხადა სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

სეულში ვირუსის ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი ერთ-ერთი ეკლესიის მრევლს უკავშირდება. ვირუსი უკვე დაუდგინდა რელიგიური ორგანიზაციის 623 წევრს. მთავრობა ეკლესიის მრევლის ტესტირებას აგრძელებს.

ვირუსის გავრცელების გამო, სეულში დაიკეტა ღამის კლუბები, კარაოკე ბარები, ბუფეტები და ინტერნეტ კაფეები. აკრძალულია საეკლესიო რიტუალების ჩატარება და 50-ზე მეტი ადამიანის ერთად შეკრება.

ხელისუფლება აცხადებს, რომ თუ ვირუსის შეჩერება ვერ მოხერხდება, მაშინ მთავრობა იძულებული გახდება, საფრთხის უმაღელსი დონე გამოაცხადოს, რა დროსაც დაიხურება სკოლები და მაღაზიები, ხოლო 10-ზე მეტი ადამიანი ერთად შეკრება აიკრძალება.

ამჟამად სამხრეთ კორეაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე სულ აღრიცხულია 16 058 კოვიდინფიცირებული, გარდაიცვალა 306 პაციენტი.