სამხრეთ კორეაში სამასმა უპილოტო საფრენმა აპარატმა სხვადასხვა გზავნილით სეულის ცა გაანათა
სამხრეთ კორეაში სამასმა უპილოტო საფრენმა აპარატმა სხვადასხვა გზავნილით სეულის ცა გაანათა

მსოფლიოში კორონავირუსული ეპიდემიის დროს, უპილოტო საფრენმა აპარატებმა სამოტივაციო და საინფორმაციო გზავნილებით სეულის ცა გაანათეს.

კერძოდ, სამხრეთ კორეის დედაქალაქში, მდინარე ჰანის თავზე, სამასმა უპილოტო საფრენმა აპარატმა სურათები გამოსახა.

ღონისძიება დაიწყო გზავნილით, რომელიც მოსახლეობას ძირითად ზომებზე, მათ შორის ნიღბების ტარებაზე, ხელების დაბანასა და 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაზე აფრთხილებს.

10-წუთიანი ჩვენების დროს, მადლიერება გამოხატეს სამედიცინო პერსონალის მიმართ, რომლებიც ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებიან.

ასევე, მადლობა გადაუხადეს მოსახლეობას ერთობლივი ძალისხმევისთვის.

სეულის ცაზე გამოისახა წარწერა „მადლობა“ და გული, შემდეგ კი კორეის ნახევარკუნძულის სილუეტი.