სამხრეთ კორეის დედაქალაქსა და მის ირგვლივ მდებარე რამდენიმე რაიონში, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზომები გამკაცრდება
სამხრეთ კორეის დედაქალაქსა და მის ირგვლივ მდებარე რამდენიმე რაიონში, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზომები გამკაცრდება

სამხრეთ კორეის დედაქალაქსა და მის ირგვლივ მდებარე რამდენიმე რაიონში, „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზომები გამკაცრდება.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა რთულ მდგომარეობაშია.

ახალი ზომების მიხედვით, რომელიც დღეს დაწესდა და ძალაში სამშაბათიდან შევა, სეულში აიკრძალება 50-ზე მეტი ადამიანის ერთად შეკრება. დაიხურება სპორტული დარბაზები და კარაოკე ბარები, რელიგიური რიტუალები ონლაინ გაიმართება ან მათი ტრანსლირება ტელევიზიებით მოხდება. რესტორნები მუშაობას აგრძელებს, თუმცა მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი რესტორნებში შესვლისგან. ახალი შეზღუდვები სულ მცირე სამი კვირის განმავლობაში იქნება ძალაში.

სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 631 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც თებერვლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სამხრეთ კორეაში ვირუსის 37 546 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 545 ადამიანი.