სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტი ლი ჯე მიონი გახდა
სამხრეთ კორეაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში „ლიბერალური პარტიის“ ლიდერმა, ლი ჯე მიონმა გაიმარჯვა.
ბიულეტენების 90%-ზე მეტის დათვლის შემდეგ ლი ჯე მიონი ხმათა 48,8% მოიპოვა.
ახალმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს და დაჰპირდა, რომ მათ იმედს არ გაუცრუებს.
სამხრეთ კორეის კონსერვატორმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, კიმ მუნ სუმ დამარცხება აღიარა და ლი ჯე მიონს გამარჯვება მიულოცა.
აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ თითქმის 80%-ს, მიაღწია, რაც დაახლოებით 44,5 მილიონი ამომრჩეველია. ეს 1997 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.