სამხრეთ კორეელი დიპლომატები კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ფხენიანში იმსჯელებენ
სამხრეთ კორეელი დიპლომატები კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ფხენიანში იმსჯელებენ

სამხრეთ კორეელი დიპლომატები კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებასთან დაკავშირებით დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ფხენიანში იმსჯელებენ, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის პროცესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოლაპარაკებების შეჩერების მიუხედავად, სექტემბერში იგივე საკითხზე ფხენიანისა და სეულის დიპლომატები იმსჯელებენ. მიმდინარე შეხვედრა სექტემბერში დაგეგმილი მოლაპარაკებების ბოლო დეტალების გასარკვევად იმართება.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის დენუკლეარიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს კორეაში ვიზიტი გააუქმა.

 

დატოვე კომენტარი