სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრების შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა
სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრების შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრების შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, ორივე დაღუპული მეხანძრეა. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

კორეის სატყეო სამსახურის ინფორმაციით, სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრების გამო ორი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ასობით ადამიანმა კი საცხოვრებელი სახლი დატოვა.

მოქმედმა პრეზიდენტმა, ჩოი სანგ-მოკმა შესაბამის სამსახურებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა, თუმცა ძლიერი ქარი ხანძრის ჩაქრობას ართულებს.