სამხრეთ კორეაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
სამხრეთ კორეაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

სამხრეთ კორეაში F 15-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი საჰაერო ხომალდი მისიას ასრულებდა და კატასტროფა ბაზაზე დაბრუნებისას განიცადა.

სამხედრო თვითმფრინავში ორი მფრინავი იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, თვითმფრინავი მთიან ზონაში ჩამოვარდა, რის შემდეგაც რამდენიმე აფეთქება მოხდა.

დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობენ.

დატოვე კომენტარი