სამხრეთ კორეაში, საავადმყოფოში ხანძრისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
A person injured in a fire is carried from a hospital in Miryang, South Korea, Friday, Jan. 26, 2018. The hospital fire causes scores of casualties and injuries, according to a fire agency official. (Kim Dong-mi/Yonhap via AP)
სამხრეთ კორეის საავადმყოფოში ხანძრის მსხვერპლთა რიცხი 41-მდე გაზარდა. დაშავებულია სულ მცირე, 79 ადამიანი. მათ შორის 9-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
გავრცელებული ცნობით, ცეცხლი ქალაქ მილიანის ერთ-ერთ საავადმყოფოში, პირველ სართულზე გაჩნდა. სტიქიასთან გამკლავება მეხანძრეებმა ორსაათიანი ბრძოლის შედეგად შეძლეს. ხუთსართულიან საავადმყოფოში სულ 111 პაციენტი იმყოფებოდა.
საავადმყოფოს გვერდით კი, მოხუცებულთა თავშესაფარი მდებარეობს, საიდანაც 93 პაციენტის ევაკუაცია განხორციელდა. მომხდარის გამო, ქვეყნის პრეზიდენტმა საგანგებო სხდომა მოიწვია და მთავრობას მსგავსი ტრაგედიების განმეორებისგან თავის ასარიდებლად, ზომების მიღება დაავალა.
წინა თვეში, ქალაქ ჩეხონის ერთ-ერთ სპორტულ ცენტრში ხანძარს 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.