სამხრეთ კორეაში პირველად 75 დღის განმავლობაში კორონავირუსის შიდა გავრცელება არ დადასტურებულა

10:02, 30.04.2020

სამხრეთ კორეაში პირველად 75 დღის განმავლობაში კორონავირუსის შიდა გავრცელება არ დადასტურებულა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის მხოლოდ ოთხი იმპორტირებული შემთხვევა.

სამხრეთ კორეაში სულ გამოვლენილია ინფიცირების 10 765 შემთხვევა, გარდაცვლილია 247 ადამიანი.

პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, სამხრეთ კორეის ხელისუფლება დაავადების გავრცელების მეორე ტალღას არ გამორიცხავს. განსაკუთრებით მაღალია ვირუსის გავრცელების საშიშროება უახლოეს დღეებში, როდესაც ქვეყანაში რამდენიმე დღესასწაულს აღნიშნავენ, მათ შორის ბუდას დაბადების დღეს.

მსგავსი