სამხრეთ კორეაში მიმდინარე თვეში ძლიერი წვიმისა და მეწყერის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანია გარდაცვლილი

09:00, 10.08.2020

სამხრეთ კორეაში მიმდინარე თვის დასაწყისიდან ძლიერი წვიმისა და მეწყერის შედეგად გარდაიცვალა სულ მცირე 30 ადამიანი, 12 პირი დაკარგულად ითვლება. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „ბლუმბერგი“ სამხრეთ კორეის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტიქიამ ყველაზე მეტად სამხრეთ კორეის სამხრეთი ნაწილი დააზარალა, სადაც ბოლო ორი დღის განმავლობაში 13 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ რეგიონში საცხოვრებელი სახლებიდან ევაკუირებულია 3700-ზე მეტი ადამიანი. დატბორილია დასახლებები, გზები და ნათესები.

მსგავსი