სამხრეთ კორეაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ 179 პაციენტს ვირუსი კვლავ გამოუვლინდა
სამხრეთ კორეაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ 179 პაციენტს ვირუსი კვლავ გამოუვლინდა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ 179 პაციენტს ვირუსი კვლავ გამოუვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში განაცხადეს, გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსი ხელახლა დაუდგინდა კოვიდ19-სგან გამოჯანმრთელებულ კიდევ 16 პირს, რომლებმაც 14 დღე კარანტინში გაატარეს.

საერთო ჯამში სამხრეთ კორეაში 179 მსგავსი შემთხვევა დადასტურდა.

ამ ეტაპზე ექსპერტები ვერ ასახელებენ მომხდარის მიზეზს, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ეს შესაძლოა, ტესტირების დროს დაშვებულ შეცდომას უკავშირდებოდეს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ იმ პაციენტების უმრავლესობა, ვისაც ვირუსი ხელახლა დაუდასტურდა, 30 წლამდე ასაკისაა.