სამხრეთ კორეაში კორონავირუსით მეშვიდე ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამხრეთ კორეაში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ღამის განმავლობაში კი ქვეყანაში ვირუსის 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით შვიდი ადამიანია გარდაცვლიილი.
საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით 763 ადამიანია ინფიცირებული. მათ შორის არიან სამხედროები. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.
შექმნილი მდგომარეობის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, სასწავლო წლის დაწყება ამ ეტაპზე ერთი კვირით გადაიდება.