სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 8652-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 94 ადამიანი
სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 8652-მდე გაიზარდა, ვირუსს 94 ადამიანი ემსხვერპლა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელება ამ დროისთვის 1540 პაციენტმა შეძლო.
ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 22 მარტიდან ევროპის ქვეყნებიდან სამხრეთ კორეაში ჩასულ თითოეულ პირს ვირუსზე ტესტირება ჩაუტარდება.