სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების 50-ზე ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა, რაც თებერვლის პიკის შემდეგ პირველად მოხდა
სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების 50-ზე ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა, რაც თებერვლის პიკის შემდეგ პირველად მოხდა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების 50-ზე ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა, რაც თებერვლის პიკის შემდეგ პირველად მოხდა.

სამხრეთ კორეა ჩინეთის შემდეგ აზიის მეორე ქვეყანა იყო, სადაც კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელდა.

სამხრეთ კორეის დაავადების კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით მხოლოდ 47 ადამიანი დაინფიცირდა, რაც წინა დღის მონაცემებზე 34-ით ნაკლებია. 4 აპრილს სამხრეთ კორეაში დაინფიცირების 81 შემთხვევა დადასტურდა.

ახალი შემთხვევების კლების მიუხედავად, ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ეპიდემია შესაძლოა, ნებისმიერ დროს გავრცელდეს. სამხრეთ კორეაში კორონავირუსით სულ 10 284 ადამიანი დაინფიცირდა, 6 598 გამოჯანმრთელდა, 186 კი დაიღუპა.