სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ამგვარად, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ამ დროისათვის 46-ია.

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა ორი ათასს გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში 136 ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება კორონავირუსით დაინფიცირების ახალ შემთხვევებს, ბოლო 24 საათში მათი რიცხვი 1 749-ს უტოლდება. საერთო ჯამში დაინფიცირებულია 72 ათასზე მეტი ადამიანი.

ამასთან ერთად, ცნობილია, რომ ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 12 ქვეყანაში კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის 92 შემთხვევაა დაფიქსირებული.