სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 1 078 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 1 078 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სამხრეთ კორეაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 1 078 ლაბორატორიულად დადასტურებული ახალი შემთხვევა. ვირუსით ქვეყანაში 12 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ახალი შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო, დედაქალაქ სეულსა და რამდენიმე მიმდებარე რეგიონში ზომები მაქსიმალურად გამკაცრდა.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, სამხრეთ კორეაში „კოვიდ-19“-ის 45 442 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 612 ადამიანი.