სამხრეთ კორეაში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელდენენ, თუმცა ვირუსი კვლავ დაუდასტურდათ, 116-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„როიტერის“ ინფორმაციით, ახლა სამხრეთ კორეაში იკვლევენ, გამოჯანმრთელებულ პაციენტებში ვირუსის რეაქტივაცია მოხდა, თუ გამოჯანმრთელებულები თავიდან დაინფიცირდნენ.
ამასთან, არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, ამაში დიდ როლს თამაშობს მცდარი ტესტირება, ან ორგანიზმში ვირუსის ნაშთი კვლავ ნარჩუნდება, თუმცა ის არ არის საშიში არც მისი მატარებლისა და არც სხვა პირებისთვის.