სამხრეთ კორეაში ხუთსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
სამხრეთ კორეაში ხუთსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა

სამხრეთ კორეაში ხუთსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად, ცხრა ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, შენობა დემონტაჟის პროცესის დროს მოულოდნელად ჩამოინგრა. ის ხალხმრავალ ქუჩაზე ჩამოიშალა და ნანგრევების ქვეშ ავტობუსი მოიყოლა.

შემთხვევა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულიდან სამხრეთ-დასავლეთით 270 კილომეტრში მდებარე ქალაქ გვანჯუში მოხდა. დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

1995 წელს სამხრეთ კორეაში სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 1994 წელს კი ხიდის ჩანგრევის შედეგად 49 ადამიანი გარდაიცვალა.